სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.08.2019

      ფერისვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგ იქადაგა.

    პატრიარქმა დღევანდელ დღესასწაულზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა

    „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, - ფერისცვალებას. ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული. მაცხოვარმა წაიყვანა მოწაფეები: პეტრე, იაკობი და იოანე, აღვიდა თაბორის მთაზე და გამოეცხადა მათ სხვა სახით. მისი სახე და სამოსელი ბრწყინავდა ვითარცა მზე.

    დგას საკითხი - რა ნათება იყო ეს ნათება, რომელიც იხილეს მოციქულებმა. ეს იყო არაბუნებრივი ნათება, ღვთაებრივი ნათება. მრავალი წმინდა მამა ეხება ამ საკითხს. ტროპარი გვეუბნება, რომ ეს იყო ნაწილი იმ ნათებისა, რომელიც ჰქონდა მაცხოვარს; მაცხოვარს რომ მთელი ნათება ეჩვენებინა, მოციქულები ვერ გაუძლებდნენ.

    დღეს ჩვენ ვიფიქროთ, რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ფერისცვალება მოხდეს ჩვენშიც. ერთ მდგომარეობაში არაფერი არ ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი იცვლება.

    ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო. ჩვენს დროში, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, მის ბუნებასა და გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა და ხორციელმა არ გაიტაცოს იგი.

    ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს.

    წყალობა ღვთისა, ნათელი ღვთისა, მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს.

    ჩვენთან არს ღმერთი!" ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (20.08.2019)
    დიდი მოწიწებით მოგმართავთ! ნამდვილად თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა იზრუნოს საკუთარ თავში ფერისცვალებისათვის! და არა საკუთარი ჯიბის გასქელებისთვის, რისი მომსწრენიც ვართ, თვით ეკლესიებში გაშმაგებული ძალით მიდის ქონების მიტაცება, რაზეც საპატრიარქო მუდმივად დუმს. რაც ძალიან სამწუხაროა! დროა ამ მიმართულებით მოხდეს მდგომარეობის გაუმჯობესება.

    lasha   (20.08.2019)
    magaliti mogvecit batonebo, magaliti.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×