რეზონანსი
19.08.2019

  ზუგდიდში სოფელ რუხში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სისწრაფით მოძრავი მოტოციკლი, საპირისპირო მხარეს მომავალ სატვირთოს შეეჯახა. დაშავებული ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში შეიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის დაწყებული.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×