სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.08.2019

     (რეზონანსი) შაბათს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვართან ავარიისას დაშავებული ქალი 30 წლის ნატო მანიაა.

    მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მისი გადაყვანა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში გახდა საჭირო.

    დაშავებული ქალის ახლობელი აცხადებს, რომ ნატო ზუგდიდში ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა. მას სახლში ხანდაზმული მშობლები ჰყავს და დედისერთაა.

    მეუღლეს გაშორდა და მშობლებს ეს არჩენდა...დღეს ვიყავი საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობა აქვს...ექიმმა თქვა თავში ფირფიტა უნდა ჩავუდგათო, ოპერაციისთვის ამზადებენ და მერე უკვე მის ორგანიზმზე არის დამოკიდებული, ვნახოთ"- განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

    გავრცელებული ინფორმაციით ქალს აუდის მარკის ავტომანქანა დაეჯახა, როდესაც ის ცენტრალურ ქუჩას კვეთდა. შეჯახების შედეგად მან სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

    მძღოლი, რომელიც ქალს დაეჯახა 19 წლის ახალგაზრდაა.

    (პრაიმტაიმი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×