სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.08.2019

      თბილისში ფიჭვი მასიურად ხმება. გამხმარ ხეებს ქალაქის თითქმის ყველა უბანში შეამჩნევთ.

    როგორც დედაქალაქის მერიაში „პრაიმტაიმს" განუცხადეს, წიწვოვან ხეებს დაავადება გაუჩნდა და მასშტაბური სანიტარული ჭრები მიმდინარეობს, რადგან ხეების გადარჩენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. უფრო კონკრეტულად კი, ხეების მოჭრა უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე გადაწყდა, რადგან ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი.

    დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ თითოეული მოჭრილი ხე ჩანაცვლდება ახალი ნარგავით, დედაქალაქის მასშტაბით სულ 20 000 ხის მოჭრა იგეგმება.

    წყარო: პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×