სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.08.2019

      „ბათუმის წყლის" თანამშრომლებმა გუშინ „არდაგანის ტბა"-ში დახოცილი თევზები აღმოაჩინეს, რის შემდეგაც წყლის სინჯები აიღეს და ტბა გაწმინდეს.

    ბათუმის წყლის ინფორმაციით სინჯებისგან დადგინდა რომ ბიომასების სიკვდილიანობა არ აღინიშნება,თუმცა აპირებენ დამატებითი კვლევის ჩატარებას.

    „ტბაზე ბიომასების სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვიურად ვიღებთ სინჯებს.უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს ტენდერის გამოცხადება,რომლის საფუძველზეც კვლევითი ცენტრი ჩაატარებს უფრო მასშტაბურ სამუშაოებს და დადგინდება კონკრეტულად რამ გამოიწვია გუშინდელი ფაქტი და რა არის საჭირო ტბისთვის რათა ის უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდეს. ჩვენი ვარაუდით ზაფხულობით ტემპერატურის მატება ხელს უშლის ტბაში ჟანგბადის კონცენტრირებას,აღსანიშნავია რომ ტბას არ გააჩნია ბუნებრივი მიმოქცევის საშუალება რის გამოც მოხდა ეს ფაქტი.დღეის მდგომარეობით „არდაგანის ტბა"-ზე მდგომარეობა სტაბილურია", - აცხადებს „ბათუმის წყლის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი სირაძე.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×