სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.08.2019

      სოფელ კაჭრეთში ხანძარი ლიკვიდირებულია - ამის შესახებ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის კოორდინაციის ხელმძღვანელმა ზაზა ჭაბუკაშვილმა განაცხადა.

    მისი ინფორმაციით, კაჭრეთში დაიწვა 3 ჰექტარი ფოთლოვანი და ბუჩქოვანი მასივი და 40 ჰექტარი ბალახი.

    ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულები იყვნენ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები თბილისიდან და კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

    ხანძრის კერის განახლების თავიდან ასაცილებლად, მეხანძრე- მაშველები 24 საათის განმავლობაში, ტყეს მონიტორინგს გაუწევენ.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×