რეზონანსი
21.08.2019

 ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე 10-მდე ადამიანი უგონო მდგომარეობაში ნახეს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს.

გოგონები და ბიჭები საავადმყოფოში გადაიყვანეს, პირველადი ინფორმაციით მათ ინტოქსიკაცია ერთ-ერთ კლუბში მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით კლუბში მასობრივი ინტოქსიკაცია მას შემდეგ მოხდა როდესაც ახალგაზდებმა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მიიღეს.

სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი პაციენტებიდან 22 წლის მამაკაცი მალევე გარდაიცვალა.

ექიმების თქმით პაციენტი უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, მას ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება თუმცა გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით გარდაიცვალა.

დანარჩენი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს".

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×