რეზონანსი
21.08.2019

 ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე “რუსთავი2”-ში მიმდინარე პროცესებსა და არხიდან ჟურნალისტების გათავისუფლება-წასვლას ეხმიანება:

“კვესიტაძე და “ნანუკა” კი არა, 2007 წლის აგვისტოში მიHას ზონდერებმა გამომცემლობა “სამშობლოდან” უამრავი რედაქცია გამოგვყარეს.  ნამდვილ ჟურნალისტიკაზე სწორედ მაშინ მიიტანეს ფორსირებული იერიში და მისი განადგურება დაიწყეს.

“იმედში” შეჭრა მედიაზე თავდასხმის ლოგიკური გაგრძელება იყო, მაგრამ არავის, ვიმეორებ – არავის! გაზეთებზე თავდასხმა არამც თუ არ გაუპროტესტებია.

კიდევ ერთხელ ვიტყვი – ის დაწესებულება, რომელსაც სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ჰქვია, არასდროს, არასდროს არ ყოფილა ჟურნალისტთა სამუშაო ადგილი. ის მუდამ იყო აგრესიული ლიბერალებისა და დიქტატურის პროპაგანდის სამსახური.

არც ერთი, ვიმეორებ – არც ერთი, ვინც ამ პოლიტიკური პროპაგანდის სამსახურში მუშაობდა, არ ითვლება ჟურნალისტად.  არ ითვლება ჟურნალისტად არც ერთი, ვინც “ახალ ამბებს აკეთებდა” და სიცრუის, ბოროტებისა და ძალადობის ტირაჟირებას ახდენდა.

ასე რომ, იმ “სასტავის” რუსთავი 2-დან გაშვება არის მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტიკიდან თაღლითების ჩამოშორება”– წერს გაბრიჭიძე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×