სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.08.2019

     ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან ინტოქსიკაციის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდა გუშინ, გამთენიისას საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთი, 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

    ამასთან, კლინიკაში კიდევ ორი გოგონა იქნა გადაყვანილი იმავე სიმპტომებით, თუმცა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მიზეზად ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას ასახელებენ.

    როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×