რეზონანსი
21.08.2019

  „არაფერია უფრო მძიმე ვიდრე შენი მიტოვება ჩემო ძმობილო"- „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანიიდან წასვლის შესახებ წერს.

„ვზივარ აივანზე მწვანე სავარძელში და ცერა თითის ბალიშებით ვწერ, ვშლი..

ხან ვწერ და ხან ვშლი, ვწერ და ვშლი, ვშლი და ვწერ.

არაფერია უფრო მძიმე ვიდრე შენი მიტოვება ჩემო ძმობილო."- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გუშინ არხიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და ტელეკომპანიის სხვა ცნობილი სახეები გაუშვა.

გუშინ კი კურიერის ბოლო გამოშვება გავიდა.

ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. ამის შემდეგ საინფორმაციო გამოშვება შეწყდა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×