რეზონანსი
21.08.2019

 

„არ ვიცით იმ უბედურების ოდენობა რასაც ნარკოტიკებისაგან იღებს ჩვენი ახალგაზრდობა" - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ბათუმის კლინიკაში გაურკვეველი ნივთიერების შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის თემას გამოეხმაურა.

„ბათუმში 22 წლის ახალგაზრდა ღამის კლუბში მიღებული ნარკოტიკით გარდაიცვალა. საკვირველია, რომ მიზეზად ნარკოტიკი დასახელდა.

ჩვენს სამკურნალო დაწესებულებებში ნარკოტიკული მოწამვლის იდენტიფიცირება სრულად არ ხდება. დიაგნოზში ზოგადად ინტოქსიკაცია იწერება, ამიტომ სტატისტიკა ბუნდოვანია, არ ვიცით იმ უბედურების ოდენობა რასაც ნარკოტიკებისაგან იღებს ჩვენი ახალგაზრდობა" - დაწერა ანდრია ჯაღმაიძემ

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს, ბათუმის ერთ-ერთი კლუბიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 4 ახალგაზრდა გადაიყვანა, მათგან ერთი უგონო მდგომარეობაში.

ამ ეტაპზე დადგენილი არ არის რა გახდა ერთ-ერთის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. პირველად ვერსიად გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაცია სახელდება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×