სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.08.2019

      ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში მიმდინარე რეორგანიზაცია ჟურნალისტების ნაწილს შეეხო, ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, თავად გადაწყვიტა არხის დატოვება. „პრაიმტაიმი" არკვევს, ცნობილი ტელესახეებიდან, ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო. დარჩება თუ არა „რუსთავი 2"-ზე „The ვანოს შოუ", ამაზე გადაცემის წამყვანი თავად აკეთებს კომენტარს.

    ვანო ჯავახიშვილი: - მე გადაწყვეტილებას ასე ვერ ვიღებ და ვერც ასე ხმამაღლა ვლაპარაკობ, ჯერჯერობით. შვებულებაში ვარ და გუნდის აზრები უნდა მოვისმინო. კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებ.

    - ანუ ჯერ გადაწყვეტილება არხზე დარჩენაზე ან წასვლაზე არ მიგიღიათ?

    - არა. კომენტარს არ ვაკეთებ.

    რამდენიმე კვირის წინ, მაშინ როდესაც გვარამია არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მოხსნეს და ითქვა, „ვანოს შოუ" ნიკა გვარამიას ახალ არხზე გადადისო, ჯავახიშვილმა „პრაიმტაიმთან" შემდეგი კომენტარი გააკეთა.

    ვანო ჯავახიშვილი: - „რუსთავი 2"-ის გუნდი შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ სარედაქციო პოლიტიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და სანამ ხელშეუხებელი იქნება ეს პოლიტიკა, მანამ ჩვენ „რუსთავი 2"-ზე ვრჩებით.

    - და ამ პოლიტიკის შეცვლის შემთხვევეაში?

    - შეცვლის შემთხვევაში ჩვენთვის რთული იქნება არხზე გაჩერება. ჩვენი გუნდისთვის დამოუკიდებლობა გაცილებით ძვირფასია, ვიდრე რაიმე კონკრეტული დავალებების შესრულება. ახლა შვებულება გვაქვს. მთელი აგვისტო ვისვენებთ.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    ნინო   (22.08.2019)
    ყველაზე საუკეთესო ტელეკომპანიაც ხელში ჩაიგდო ხიხომ და ამავე დროს ბანდიტმა.არცერტ რუსთავ ორელებს არ ვურჩევ ამ არხზე დარჩენას

    Saxeli   (21.08.2019)
    Damoukideblibas misha qvia?

    ლინდა   (21.08.2019)
    TEMO (21.08.2019) რატომ ხართ ასეთი აგრესიულები? მესმის ბიძოს საქართველოში ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ თქვენს ბოღმებს სხვა მისამართით რატომ ანთხევთ???

    TEMO   (21.08.2019)
    დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია არა კვახი - დღემდე დამოუკიდებელი იყავი ხოო :)))))))))


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×