სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.08.2019

      დედაქალაქის მერის განცხადებით, ე.წ სტაიანშიკებს უფლება არ აქვთ, რომ მძღოლებს რაიმე საფასური მოსთხოვონ. კალაძის თქმით, ეს უკანონოა და ასეთი სიტუაციაში მძღოლებმა შესაბამის სამსახურს, შსს-ს უნდა მიმართოს:

    „თუ ასეთი შემთხვევები ხდება, ეს არის დანაშაული. ვინც ხვდება ასეთ სიტუაციაში, მარტივად, აიღოს ტელეფონი და დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს, შსს-ს და მოჰყვება რეაგირება. ე.წ სტაინშიკები არ ექვემდებარებიან არავის. კეთილი ნება არის ადამიანების, თუ უნდა, გადაუხდის ფულს, თუ უნდა, არა. ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი უფლება, მოსთხოვონ მანქანის მძღოლს რაიმე საფასური. ეს უკანონოა. არ არსებობს ასეთი სამსახური, რომ ადამიანები იდგნენ და დაეხმარონ ავტომობილის მძღოლებს მანქანის დაყენებაზე. პარკინგებს ჩვენ ვაწყობთ ქალაქში და თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ეს არის დანაშაული." - განაცხადა კახა კალაძემ.

    წყარო: ნიუპოსტი

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×