სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.08.2019

     

    „ნინო შუბლაძე წავიდა და გავუშვით ზარზეიმით, 50 ათასიანი პრემიით" - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი-2" - ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

    „რა ნინო შუბლაძის პირადი ცხოვრების ფარული კადრები?! თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ, ქიბარვიზიის ადმინისტრაციავ?! მეც და შუბლაძეც გადაგვიღეს ოფისში და შუბლაძემ იცის, მისი ვიდეო რა საუბარსაც ასახავს. მაგიტომაც წავიდა და გავუშვით ზარზეიმით, 50 ათასიანი პრემიით. ვეხვეწე თან, არ წასულიყო. არ იცით ან თქვენ ან თვითონ შუბლაძემ ეგ ამბავი?!

    5 წელი ხმა არ ამომიღია, პატივი ვეცი და არც ამოვიღებდი. მაგრამ რ2ის ჯალათობას არავის არ ვაპატიებ არასდროს" - დაწერა ნიკა გვარამიამ.

    რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 2014 წლის 6 მაისს შს სამინისტროს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის ტოპ-მენეჯმენტის ფარული ვიდეო და აუდიოთვალთვალის შესახებ განაცხადა. მან რუსთავი 2-ის ოფისში ჟურნალისტებს აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გადასცა. ვიდეომასალაში ნიკა გვარამიას და საინფორმაციო სამსახურის მაშინდელი უფროსის ნინო შუბლაძის კაბინეტებში თანამშრომლებთან მიმდინარე შეხვედრებია ასახული.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×