რეზონანსი
21.08.2019

 (რეზონანსი) ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში განვითარებულ მოვლენებს და „კურიერის" გუნდის მიერ ტელეკომპანიის დატოვებას ეხებოდა.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ „რუსთავის 2"-ის საქმეში ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, პრემიერმა ასეთი პასუხი გასცა: „სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში უკვე ტრადიციად იქცა სრულიად დაუკავშირებელი გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ შემთხვევაშიც იგივესთან გვაქვს საქმე. მე მსურს ვთქვა ყველაზე მთავარი, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება, რაც არის და ამავე დროს მომავალშიც აუცილებლად იქნება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×