სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.08.2019

     (რეზონანსი) ქიბარ ხალვაშმა და პაატა სალიამ ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს - ვერც მე და ვერც „კურიერის" გუნდი სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, - ამის შესახებ „კურიერის" ყოფილმა წამყვანმა დიანა ჯოჯუამ განაცხადა.

    მან ისაუბრა ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებზე და "კურიერის" თანამშრომლების უმეტესობის მიერ არხის დატოვებასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თავისი პირობა არ შეასრულა.

    „ქიბარ ხალვაშმა და მის მიერ დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გუშინ ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს. პაატა სალიამ დაპირება არ შეასრულა. მან მოიტყუა, რომ არ აპირებდა მთავარი სახეების და ჩვენი საინფორმაციო დამოუკიდებლობის გარანტის, ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლებას. ეს იყო წითელი ხაზი, რომელიც გადაკვეთა ახალმა მენეჯმენტმა და უბრალოდ, სხვა გადაწყვეტილებას ვერც მე და ვერც „კურიერის" გუნდი ვერ მიიღებდა", - აღნიშნა ჯოჯუამ.

    მისივე თქმით, გია ხუხაშვილმა გუშინ არაჩვეულებრივი ფრაზა თქვა: "რუსთავი 2" "რუსთავი 2"-მა დატოვა.

    „რუსთავი 2"-ის გუნდი უბრალოდ აღარ არსებობს და პროგნოზებს რაც შეეხება, ველოდები, რომ ძალიან მალე აბსოლუტურად სხვა რელსებზე გადავა არხი. კრიტიკული სიტყვა შესაძლოა, რაღაც დოზით თავდაპირველად შენარჩუნებული იყოს, თუმცა მალევე გაქრება არხის ეთერიდან", - განაცხადა დიანა ჯოჯუამ.

    ამასთან, „რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი აცხადებს, რომ

    ის ხელმძღვანელი, რომელიც საინფორმაციო სამსახურის უფროსად მივა, დანიშნული იქნება მოქმედი ხელისუფლების მიერ და შეასრულებს იმ დაკვეთებს, რასაც მოინდომებს "ქართული ოცნება".

    გიგლა თუმანიშვილმა ისაუბრა ტელეკომპანიის თანამშრომლების უმეტესობის მიერ არხის დატოვებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ძალიან ემოციური იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო "რუსთავი 2" -სა და "კურიერის"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    გორგასალი   (22.08.2019)
    Diko chemo lamazo saakasvikis drosac egre ROM gekaparaka, mashin iqnebodi namdvili jurnalisti,

    cezar   (21.08.2019)
    Mecodeba saakovi es axalgazda kaci chsazaxleben Zustad ise rororc bevri sxva


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×