რეზონანსი
22.08.2019

 თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მუშაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. მოძრაობა ამ მომენტისთვის შეჩერებულია დიდუბე-ახმეტელის მიმართულებით.

როგორც "პირველ არხს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შეფერხების მიზეზი  ერთ-ერთი შემადგენლობის დაზიანება გახდა. მათივე ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფი უკვე ადგილზეა და შეფერხება მალევე აღმოიფხვრება, რის შემდეგაც მოძრაობა აღდგება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×