სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.08.2019

     თბილისის ქუჩებში ტაქსი წარწერით #მაიასთვის გამოჩნდა. ეს შვილების ერთობლივი წამოწყებაა, რომლებმაც ლეიკემიით დაავადებული დედისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს. რატი ქართველიშვილი ტაქსის გამოძახებისას მომხდარ ისტორაზე წერს, სადაც 8 წლის ანასტასიამ დედას თავისი დანაზოგი გამოატანა.

    "დღეს ჩვენი ტაქსი გამოიძახეს, რატი მივიდა გამოძახებაზე, აღმოჩნდა, რომ ჩვენმა პატარა გულშემატკივარმა, 8 წლის ანასტასიამ, დედას გამოატანა თავისი დანაზოგი, ამ პატარა ანგელოზს უნდა რომ ყველანი კარგად ვიყოთ.

    რა უნდა დავწერო არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, რომ გადმოგცეთ ეს ყველაფერი. მე მგონი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლაპარაკს აზრი არ აქვს.

    თბილისში რომ ჩამოვალ, პირველი რასაც გავაკეთებ ანასტასიას გაცნობა იქნება, მე დავუმეგობრდები ამ პატარას და მთელ ქვეყანას მოვუყვები, როგორი საოცარი ბავშვია", - წერს რატი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×