სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.08.2019

      გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი სავარაუდოდ მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „Reginfo.ge" ავრცელებს.

    სააგენტოს ცნობით, პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს.

    მათივე ინფორმაციით, ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ.

    ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს.

    პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

    გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ იპოვეს.

    პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    წყარო: პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×