სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.08.2019

      „რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია „კავკასიის" გადაცემა „სპექტრში რუსთავი 2-ზე პაატა სალიას გენერალურ დირექტორად დანიშვნის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

    „იყო შავი სია იმ ადამიანების, ვინც უნდა გამოვეშვით „რუსთავი2-დან და ეძებდნენ საფუძველს, იმიტომ რომ პაატა სალია, რომ მოვიდა ტელევიზიაში პირველივე დღეს შეგვხვდა „ნიუს რუმს" და მეორე დღეს იყო ჩვეულებრივი კომუნიკაცია, არხი მაუწყებლობდა, იმართებოდა პროგრამირების საბჭოს თათბირები, უკვე პაატა სალია ატარებდა და ელემენტარულად არხს რომ გაეგრძელებინა ოპერირება, კომუნიკაცია გვჭირდებოდა გენერალურ დირექტორს და მის მოადგილეს, ანუ, მე, თითქმის ყოველდღიური. მე მას ვუთხარი პირველივე შეხვედრაზე -პაატა აქ საბოტაჟნიკი არავინაა, აქ ეთერს არავინ არ გათიშავს, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მაყურებელს. მან ნახა ერთი თვე და ის ორი დღე, როცა ჩემი ხელმძღვანელობით გადიოდა „კურიერი". ვერც ბადე დაგეგმა, ვერც სერიალების გამეორება დასვეს ნორმალურად, ჩამოებრეხვა ტელევიზიის რეიტინგი და „კურიერზე" იდგა მთელი ამ დროის განმავლობაში. ამოიღონ რეიტინგები და ნახონ. გუშინ „რუსთავი 2"- ის რეიტინგი იყო 16%", - თქვა მელაძემ.

    20 აგვისტოს არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჩაატარა ბრიფინგი, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა.

    მელაძის გარდა გათავისუფლდნენ არხის წამყვანი სახეები.იმავე საღამოს, არხის მთავარმა ტელეწამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა რუსთავი2 პირდაპირ ეთერში დატოვეს. აგრეთვე არხი დატოვა p.s -ის გუნდმა და შაბათის შუადღის წამყვანებმა.

    ნიკა გვარამია „რუსთავი2"-დან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ახალ არხზე ელოდება.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    nigoiti   (23.08.2019)
    Exla manc baisvene melaze nidarasto rac chen agine kartvel xalxs (ra tkma unda)nu tu ar geyo chan gandono

    ბათუმელი   (23.08.2019)
    დროზე უნდა მოეშორებინათ ეს ნაგვები ქართველ ხალხს.

    Koka   (23.08.2019)
    Sheni kargebs sheveci meladze pidarasto.gvaramia saqatmeshi gaxsnis tv-s da iqedan eqneba gadacemebi.mogitkant damatebit kidev tqveni shajmuli mixuila!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×