სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.08.2019

       „პრაიმტაიმი" პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ სასაუბროდ დაუკავშირდა. როგორც ხასო ხანგოშვილი აცხადებს, პანკისის ხეობაში ზელიმხან ხანგოშვილის სიკვდილს რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ.

    „ვერ გეტყვით მისი მოკვლით კონკრეტულად დაინტერესებული ვინ იყო, მაგრამ გვგონია, რომ მის ლიკვიდაციას რუსული სპეცსამსახურები მოახდენდნენ. ის მეომარი და აქტიური მებრძოლი კაცი იყო. სხვა ვინ უნდა ყოფილიყო მისით დაინტერესებული? - აცხადებს ხასო ხანგოშვილი.

    შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ გერმანიაში პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×