სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.08.2019

     

    ბოლო დღეების ინტერნეტ ჰიტად იქცა ვიდეო, სადაც ზუგდიდელი ეთერ შენგელია სახლიდან ფულის დაკარგვის ამბავს ემოციურად აღწერს და ქურდობაში 29 წლის რძალს, ნინო ჭითანავას ადანაშაულებს.

    ქმრის ოჯახის საჩივრის საფუძველზე ჭითანავა პოლიციამ დააკავა, მოგვიანებით კი ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

    ინტერნეტ ვარსკვლავად ქცეული ეთერ შენგელია „პრაიმტაიმთან" საუბრისას ამბობს, რომ მომხდარს ნანობს და რძლისთვის პოლიციაში არ უნდა ეჩივლა.

    „ოთახში როცა შევედი, შევხედე, ფული არ იყო. სახლში არავინ შემოსულა საეჭვო. ავტეხე კივილი. გავვარდი ჩემი შვილიშვილის მეუღლისკენ, ფული სადაა-მეთქი და მე რა ვიცი, სად არისო. აბა, ვინ იცის, ფულმა ფეხი აიდგა-მეთქი? იმ დროს გაცეცხლებული ვიყავი. ძალიან ვნანობ, ასეთი ამბები არ უნდა ამეტეხა", - ამბობს „პრაიმტაიმთან" საუბრისას ეთერ შენგელია.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×