რეზონანსი
24.08.2019

  ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციოდ, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

შტაბს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, თემურ მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.

ამ დროის მდგომარეობით, მთის რთული რელიეფი, მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი, ხანძრის ჩაქრობას აძნელებს, ამ მიზეზით, ცეცხლის ქრობის პროცესში, მესამე ვერტმფრენიც ჩაერთო.

საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×