სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.08.2019

      ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის განცხადებით, ლაურა ღაჭავას ნახევარმილიონიანი გირაოს უზრუნველყოფისთვის უძრავი ქონება თვითონ მეგობრებმა და ნათესავებმა შესთავაზეს.

    „ლაურა ღაჭავას არავისთვის არ უთხოვია, თვითონ მეგობრებმა და ნათესავებმა შესთავაზეს, რომ ქალბატონო ლაურა, შეგიძლია ჩემი ბინა გამოიყენოო", - განაცხადა ადვოკატმა.

    მისი თქმით, ლაურა ღაჭავა საფუძვლიანად არის დათრგუნული იმ ბრალდებიდან გამომდინარე, რასაც ბრალად უყენებენ.

    „სახელმწიფო ბრალდებამ გააჟღერა ასეთი წინადადება, თითქოს ლაურა ღაჭავა ზემოქმედებას ახდენს მოწმეებზე და თქვენ წარმოიდგინეთ, მოწმეთა სიაში არის მისი მეუღლეც - ნოდარ კოდუა. წარმოიდგინეთ, როგორია, ცოლი ახდენს ზემოქმედებას მეუღლეზე, რომ არ მივიდეს საგამოძიებო ორგანოში და არ მისცეს ჩვენება, რაც სრულიად აბსურდია. ბატონი ნოდარ ცუდად არის, წევს და გადაადგილება არ შეუძლია. გამორიცხულია ღაჭავას განეხორციელებინა მასზე ზეწოლა იმის გამო, რომ ის არ გამოცხადებულიყო სახელმწიფო უწყებაში. ის საფუძვლიანად არის გაღიზიანებული, როდესაც აბრალებენ მოწმეებზე ზემოქმედებას", - განაცხადა ადვოკატმა „პალიტრანიუსთან".

    მისი თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დრო გასაჩივრებაში არ დაკარგონ და გვირჩევნია ის დრო, რაც აქვთ, გამოიყენონ მასალების მოკვლევაში.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×