რეზონანსი
24.08.2019

  ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც ქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთო.

ამასთან, შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

რთული რელიეფის გამო, ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ვერ მუშაობს, რის გამოც ხანძრის ლოკალიზებას ცოცხალი ძალა ცდილობს. სამუშაოებს ქარი და ძლიერი სიცხე აფერხებს.

შეგახსენებთ, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში,ცეცხლი ხხეებს და ხმელ ბალახს გუშინ გაუჩნდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×