რეზონანსი
25.08.2019

 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანასთან ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც "პირველ არხს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიისას ხუთი ადამიანი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×