რეზონანსი
25.08.2019

 (რეზონანსი) იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დღეს დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველი ლუხუმ ჩხვიმიანი ტურნირის ფინალში იასპარეზებს.

ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ჩხვიმიანის მეტოქე იაპონელი ნაგაიამა იყო. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა. ნაგაიამა აქტიურობდა და ილეთის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა ქართველი საკუთარ შანსს ელოდებოდა, რომელიც დამატებითი დროის დაწყებიდან წუთსა და 53 წამში მიიღო, ვაზარი მოიპოვა, ფინალში გადავიდა და მედალი გაინაღდა. დასკვნით შეხვედრაში ლუხუმ ჩხვიმიანის მეტოქე უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი იქნება.

მანამდე, ლუხუმმა ხუთი მეტოქე გაიარა. ჩინელი იუ ლონგ ლაის დამარცხების შემდეგ, ესპანელი გარიგოსს და ბრაზილიელი ტაკაბატაკეს აჯობა. მერვედფინალურ ეტაპზე, ქართველის მეტოქე უკრაინელი ლესიუკი იყო, რომელიც ჩხვიმიანმა დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში, ეფექტური იპონით დაამარცხა.

მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენის მეტოქე იუნგ ვეი იანგი იყო. ჩხვიმიანმა მეტოქე კონტრილეთზე დაიჭირა, ვაზარი აიღო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×