სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.08.2019

     (რეზონანსი)ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე ვერტმფრენისა და მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალება იუწყება.

    ადგილზე მეხანძრე-მაშველები და სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. შეჯახების მიზეზი ამ დროისთვის არ სახელდება.

    ტელეკომპანია „სექსტას" ინფორმაციით კი, ავარიის შედეგად ხუთი ადამიანია დაღუპული - ვერტმფრენის ორი მფრინავი და თვითმფრინავში მყოფი სამი მგზავრი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×