სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.08.2019

    2016 წლიდან, ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი თანამშრომლები "იმედზე" გადანაწილდნენ და ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება. წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ირაკლი ჩიხლაძე "მაესტროზე" საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. ახლა კი, ის "იმედზე" იგივე პოზიციაზე მუშაობს.

    რაც შეეხება ნიკა ლალიაშვილს, ის "მაესტროზე" პოლიტიკური პროგრამების მთავარი პროდიუსერი იყო, ახლა "იმედზე" პოლიტიკური პროგრამების დირექტორია.

    კიდევ ერთი  წამყვანი ხატია ქვათაძე იყო, რომელსაც "მაესტროზე" მთავარი საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა. ამ დროისთვის "იმედის" არხზე ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანია. 

    ასევე, "მაესტროს" მეორე წამყვანი ნინო თოლორდავა მთავარ საინფორმაციო გადაცემის უძღვებოდა. სექტემბრიდან, ახალ სატელევიზიო სეზონზე, "იმედის" არხზე, ის ისევ საინფორმაციო გადაცემას წაიყვანს.

    "მაესტროდან" "იმედში" შედარებით ახალ გადასულ ჟურნალისტებს ძველი "მაესტროელები" დახვდნენ, ესენი არიან: ნინო არღვლიანი, სოფო ბერიძე და ა.შ.

    სად წავლენ "ტელეიმედის" ის ჟურნალისტები, რომლის ადგილებსაც "მაესტროელები" დაიკავებენ, ამ დროისთვის უცნობია.

    (პრაიმტაიმი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ИНЦИТАТУС   (26.08.2019)
    Лалиашвило! Рад гинда ес картули гвари? Квелам ицис ром гашаншалебули оси хар. Хо да миди иосе рамдениц шегетева, торем гвгониа ром рагацас маимуноб. Дамиджере асе аджобебс.

    ელენე   (26.08.2019)
    რა თქმა უნდა რუსთავი 2 ზე.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×