რეზონანსი
26.08.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ. ბ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლინდა   (26.08.2019)
არ გაიხაროს ამ გათახსირებულმა კაცმა, დაწყევლილი და განადგურებული ყოფილიყვეს ეს უზნეო , ვამპირი კაცუნა. სად ეგდნენ ამ ვირთხას ოჯახის წევრები, ასე რამ დააჩლუნგათ, ვინ არიან ეს შიზოფრენიკი დედა აფეთქებული აყროლებული არარაობები???


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×