სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.09.2019

     (რეზონანსი)დღეს ვაპირებ დავით აქუბარდიას გადაცემაში მისვლას, ტელეკომპანია კავკასიაზე, რის შესახებაც ეცნობა ადვოკატის მეშვეობით პროკურორს, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ, - ამის შესახებ ნიკა მელიამ facebook-ის პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა

    „მიუხედავად ამ შეზღუდვისა, ვაპირებ მისვლას, გავალ და მივალ აქუბარდიას გადაცემაში, შემდეგ ვერთვები ინგა გრიგოლიას გადაცემას.

    ვერ ამიკრძალავს პროკურატურა კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას", - განაცხადა ნიკა მელიამ.

    მას შემდეგ რაც 3 ივლისს მელიას ელექტრონული მონიტორინგის მიზნით სამაჯური დაუმაგრეს, ის 8 სექტემბერს, პარლამენტში პირველად მივიდა. 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

    26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ბარნაბა ხონელიძე   (10.09.2019)
    რა ქვეყანაში ვცხოვრობ?!დეპუტატები ცდილობენ ქვეყანა აიგდონ,ხელისუფლებას ფეხზე ჰკიდია ყველაფერი.სადამდე უნდა გაგრძელდეს ამათი მხრიდან საქართველოს დასუსტება?:(

    ИНЦИТАТУС   (10.09.2019)
    Б-но Ника! Прокуратурам ки ара, Иванашвилма агикрдзалаТ. асеа ес!

    kinto   (10.09.2019)
    ეს მახინჯი უტიპარი.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×