რეზონანსი
10.09.2019

 ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც მის გადაწყვეტილებას ეხება დღგ-ს გადაუხდელობის მიმართულებით:

"მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ "რუსთავი 2"–ს ბიუჯეტის 28 მილიონი მართებს, "იმედს" - 19 მილიონი, "მაესტროს" კი - 8 მილიონი "ფეისბუქზე" დავწერე, რომ აღარ გადავიხდიდი დღგ–ს. არ გადავიხადე აგვისტოში მიმდინარე დღგ. ველოდე ათი დღე და ჰოი, საოცრებავ, არ დამადეს ინკასო. ოფიციალურად არც არავისთვის მიმიწერია და არც არაფერი მითქვამს. ასე ფეისბუქ სტატუსებით იმართება ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჰაერში ჩამოკიდებულს ვერ დავტოვებდი ამ საკითხს და რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდი ორგანიზაციის ფუნქციონირებას. მოვითხოვე ერთწლიანი გრაფიკი და დამიმტკიცეს. 

დღემდე ველოდები ინფორმაციას რა ხდება ზემოთჩამოთვლილი ტელევიზიების დავალიანებასთან დაკავშირებით და რას აპირებს სახელმწიფო. არც ამ თვეში ვაპირებ დღგ–ს გადახდას, თუ არ გაასაჯაროებენ, რა ხდება ამ არხებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვკითხულობ: რატომ არ ახდევინებს გადასახადებს სახელმწიფო ამ სამ ტელევიზიას, რომლებიც კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ყოველდღიურად, ათი ათას ლარიან ხელფასებს სთავაზობენ ჟურნალისტებს და სხვადასხვა თანამშრომლებს".

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×