სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.09.2019

     სომხეთი-საქართველოს საზღვართან მიწისძვრის შემდეგ სომხეთის ტერიტორიაზე 30-მდე განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

    სომხეთი-საქართველოს საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:22 საათზე მოხდა. სომხური მედიის ინფორმაციით, ეპიცენტრი კი საქართველოს საზღვართან ახლოს, 10 კილომეტრის მოშორებით იყო.

    როგორც სომხური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, მიწისძვრა შირაქში, ლორეში, ტავუშში, არაგაწოტნიში, ასევე დედაქალაქ ერევანში იგრძნობოდა.

    სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ამ მომენტისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია და არავინ დაშავებულა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×