სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.09.2019

     შემთხვევა აშშ-ში, ქალაქ ტაოსში მოხდა. მარია კრუზი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა შემხვედრი მიმართულებიდან მის მანქანას  ჯიპი დაეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას უსაფრთხოების ღვედი ეკეთა, მას ამან ვერ უშველა და ის ადგილზე დაიღუპა. ჯიპის მძღოლმა სახანძრო, სასწრაფო და პოლიცია გამოიძახა. 

    შემთხვევის ადგილზე ძალიან მალე მაშველიც მივიდა. ის პედრო კრუზი იყო, რომელიც იქვე, ახლოს იმყოფებოდა. მან მაშინვე ამოიცნო, ვის ეკუთვნოდა დაზიანებული მანქანა. ავტომობილში მყოფი გარდაცვლილი გოგონა კი მისი შვილი იყო.

    წინასწარი ინფორმაციით, ავარიაში დამნაშავე მომღერალი კაილი რეი ჰარისი იყო, ჯიპის მძღოლი, რომელიც ტაოსში ფესტივალზე მიდიოდა. მას წარსულშიც სერიოზული ჯარიმები ჰქონდა მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×