რეზონანსი
11.09.2019

 (რეზონანსი)ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში „სხვა ნანუკა" განმარტა, რა რეაქცია აქვს მის ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით კი დედამისს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს მის სკანდალურ განცხადებებზე და მის მიმართ გაჟღერებულ მუქარებზე.

„დედაჩემისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ ღია კრიტიკით გამოსვლა სრულიად მიუღებელი იყო... შემდეგ „იქს-ფაქტორზე მოისმინა ღია მუქარები ჩემი მისამართით -ქუჩაში ვერ გამოხვალ, მოგკლავთო, ვიღაცეები რეკავდნენ. ამაზე იყო ჩხუბი საშინელი.

შეიძლება ვიღაცამ არ დაიჯეროს, მაგრამ თვეების განმავლობაში და ერთხელ წელიწადის და რამდენიმე თვის განმავლობაში არ ვლაპარაკობდით, საერთოდ არ ვკონტაქტობდით. შემდეგ, როცა დაინახა, რომ ჩემზე ეს ყველაფერი არ ჭრიდა, გადავიდა ტირილზე - რომ მივდიოდი, ტიროდა უბრალოდ, იმიტომ, რომ ეშინოდა. მერე გადავიდა შემდეგ ეტაპზე - უბრალოდ აღარ უყურებდა ჩემს გადაცემებს, რომ არ ცოდნოდა. თუ ტელეფონზე ვინმე რამეს ეტყოდა, ეუბნებოდა, არ მელაპარაკოთო. შემდეგ შეეგუა, რომ ასეთი ვარ. აღაც მეჩხუბება, აღაც ტირის. უბრალოდ, ნერვიულობენ ჩემი მშობლები ძალია, ჩემი ძმა ნერვიულობს", - განმარტა გიორგი გაბუნიამ.

 

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×