სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.09.2019

      „პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

    აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ჩიტაძის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს, რის გამოც მათ შორის შელაპარაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შესვლა სცადეს, რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

    აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები დევიდ კრამერის, "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებას ითხოვენ და ამერიკის საელჩოსათან აქციას აანონსებენ.

    შეგახსენებთ, რომ თბილისში, 10 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, "Now What?" ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ინაშვილს ღონისძიების ორგანიზატორები, მათ შორის კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრემერი მოუწოდებდა დარბაზი დაეტოვებინა, თუმცა ინაშვილი მათ არ დაემორჩილა და ღონისძიებას დაესწრო.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    lolu   (13.09.2019)
    medeas sen getyoba tavmoyvareoba ar gaqvs, saqartvelosi qartvel patriotebs yvela brunvasi atrialeben da es gadaylapon ase ar aris medea sen saxelic istoriulad xels giwyobs rogorc qartvelmozule ise jri da kerav. araqalo mokete da seuzveri uzxotomelebs

    მედეა   (12.09.2019)
    "პატრიოტთა ალიანსი მძლავრად აჭარბებს! რა პროტესტების მოწყობა მოუნდა, მისსავე დანაშაულზე?ხომ ცნობილია, რომ არ იყო ირმა იქ მიწვეული, ძალით შეჭრა პროვოკაციისთვის მოინდომა? ბოკერიასაც რა აზრთა ფრქვევა მოუნდა იქ, პარლამენტში ვერ გააკრიტიკებს ალიანსს, იქ საქვეყნოდ რომ არ გამოაჭენოს და საბაბი მისცეს დესტაბილიზაციისთვის ამ რუსულ ძალას?! ვინ აფინანსებს თარხან მოურავს, ვისი ფულით აწყობენ ასე ხალხმრავალ მიტინგებს? ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო მიტინგი ახალდანიშნულ ელჩს მოეწონება? ამერიკაც რომ გავანაწყენოთ, რა გვეშველება?! რუსეთის საქმეს აკეთებს ირმა ინაშვილი და მისი მომხრეები, ვერ ხვდებიან? მოკეთე მტრად უნდა გადავაქციოთ? მერე, ისევ რუსეთს მივუბრუნდეთ? რა სიკეთეს დაგვაყრის იგი? მიუმხრობლობამ 1921 წელს რა მოგვიტანა არ ვიცით? რუსეთის ნ დ ო ბ ა როგორ შეიძლება, როდის იყო დადებულ პირობას ასრულებდა? "პატრიოტთა ალიანს"- საც არ შეუსრულებს დანაპირებს. ტყუილა უნდა გავანაწყენოთ ამერიკის საელჩოს თანამშრომლები, ეს არის პროვოკაცია და არ ეკადრება ირმა ინაშვილს.

    სიმართლე   (12.09.2019)
    რაღაც არ მახსოვს რუსეთის "პატრიოტების"მიერ გავრილოვის გაპროტესტება,როცა გავრილოვი მთლიან საქართველოს აყენებს შეურაწმყოფას მარტო აფხაზეთის და ოსეთის აღიარებით,სხვა რომ არაფერი ვთქვათ!!დაუპატიჟებელ ირმას კი თურმე ოდნავ ხელით შეეხნენ და მოსთხოვეს კონფერენციის დატოვება და ამიტომ ამერიკელი ყოფილი დიპლომატები უნდა გამოვაცხადოთ მტრებად და აღარ შემოუშვათ ქვეყანაში!!ამის შემდეგ გამოვლენ და დაგვიწყებენ მტკიცებას რომ რუსული ძალა არ ვართო!!ვაი თქვენს პატრონს და თვენ 3%-იან მხარდამჭერებს!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×