სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.09.2019

     (რეზონანსი)სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის" დაზარალებულებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა საგამოძიებო ორგანოში საჩივარი შეიტანეს და კომპანიის თანამშრომლების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს.

    ამისთვის პროკურატურას ორკვირიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ზვიადაურმა და ასანიძემ ხალხს სადაზღვევო თანხა წინასწარ შეატანინეს და კომპანიაში არ გადარიცხეს.

    ბრალდებებს ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე პასუხობს. მისი განცხადებით, ამ საქმით თავადაც დაინტერესებულია და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

    „არც ერთ ფინასურ საკითხთან დაკავშირებით მონაწილეობა არ მიმიღია და კარგი იქნება თუ დაინტერესდებიან სამართალდამცველები. რადგან თავადაც ჩემს ქონებას ყადაღა ადევს, ათასობით ლარი გაურკვეველი მიზეზების გამო გადამახდევინეს და მზად ვარ ყველა ფორმით ვითანამშრომლო", - აღნიშნა ასანიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×