სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2019

      (რეზონანსი) ილია სულამანიძე და ლაშა ბექაური ფინეთის ქალაქ ვანტააში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.

    100 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ილია სულამანიძემ უკრაინელ იევჰენ ვეჰერას მოუგო, ხოლო 90 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ლაშა ბექაურმა უნგრელ როლანდ გოზს სძლია. ამავე წონით კატეგორიაში, მიხეილ ბექაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მიხეილ ბექაურმა რუსი მანსურ ლორსანოვის დამარცხება შეძლო.

    საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა ხუთ წონით კატეგორიაში იასპარეზეს და ყველა წონაში ოქროს მედლები მოიპოვეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×