რეზონანსი
14.09.2019

 (რეზონანსი) მოსკოვში ქმარმა ცოლი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ТТ-ს პისტოლეტით მოკლა. რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა რუსეთის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 12 სექტემბრის დილას მოხდა. მამაკაცმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა 39 წლის ნანა ცხადაძე ექიმების მოსვლამდე დაიღუპა.

როგორც ქმარმა, 53 წლის ვლადიმირ ცხადაძემ პოლიციასთან განაცხადა, მას ცოლი ძალიან უყვარდა და ის ეჭვიანობის გამო მოკლა, რადგან ცოტა ხნის წინ ღალატში გამოუტყდა, მან პატიება ვერ შეძლო და იარაღიდან ორჯერ ესროლა. ქმარი პოლიციის მისვლას სამზარეულოში ელოდებოდა და ალკოჰოლს იღებდა. მისი თქმით, ის დანაშაულის ჩადენის დროს ფხიზელი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×