სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2019

    (რეზონანსი) სომხეთში, არაგაწის მთაზე დათვი პოლონელ ტურისტებს დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი დროით 14:26 საათზე პოლონეთის მოქალაქე მარგო ლ.-სგან შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მას და მის საქმროს ​არაგაწიც მთაზე დათვი დაესხა თავს.

    მედიის ინფორმაციით, პოლონეთის 33 წლის მოქალაქე საცოლეს გადაეფარა და დათვს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც დათვიც და ტურისტიც მთის ფერდობზე დაგორდნენ და ხევში გადაეჩეხნენ. ადგილზე მისულ მაშველებს ქალი შოკურ მდგომარეობაში დახვდათ, თუმცა მას არანაირი ჭრილობა არ აღენიშნებოდა. 

    სომხეთში პოლონეთის საელჩოს ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×