რეზონანსი
14.09.2019

  

(რეზონანსი) ინდონეზიაში, კუნძულ ბალის ერთ-ერთ სოფელში ორთავიანი გველი იპოვეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

იშვიათი სახეობის ქვეწარმავალი სოფელ ტაბანანში ნახეს. გამოცემის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა აგვისტოს ბოლოს აშშ-შის შტატ ნიუ-ჯერსიშიც მოხდა, სადაც ბუნებადამცველებმა ორთავიანი დიდი ზომის გველი ნახეს. ქვეწარმავალს სახელად "ორმაგი დეივი" დაარქვეს, რადგან მის მპოვნელ ორ კაცს სწორედ დეივი ერქვა. 

ნიუ-ჯერსიში ჩხრიალა გველი გადაშენების პირას მყოფ სახეობებს შორისაა და რადგანაც ორთავიანი ქვეწარმავალი ველურ ბუნებაში, დიდი ალბათობით, ვერ გადარჩებოდა, ბუნებადამცველებმა მისი დატოვება და მოვლა გადაწყვიტეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×