რეზონანსი
15.09.2019

 ჩეჩნეთის მოსახლეობა რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს ჯადოქრებთან ბრძოლისთვის მადლობას უხდის. ასე ეხმაურება რესპუბლიკის მოსახლეობა სეკინატ იბრაჰიმოვას დაკავებას, რომელიც პოლიციამ ჯადოქრობაში დაადანაშაულა.

„მადლობას ვუხდით რამზან კადიროვს იმისთვის, რომ ის იცავს საკუთარ ხალხს ყველა ღია თუ ფარული მტრისგან“, - წერენ Facebook-მომხმარებლები.

თუმცა ზოგიერთებმა დაკავებას სისულელე უწოდეს და აღნიშნეს, რომ ასეთი ქმედებები შუასაუკუნოვან ინკვიზიციას ახასიათებდა.

ჯადოქრის დაკავებას ტელეკომპანია Грозный-მ სიუჟეტი მიუძღვნა. იბრაჰიმოვამ საკუთარი ბრალი აღიარა და პატიება ითხოვა. სიუჟეტის თანახმად, სეკინატ იბრაჰიმოვა მაგიით 2013 წლიდან იყო დაკავებული. მისი სახლიდან პოლიციამ საკეტები, გასაღებები, ფურცელზე დაწერილი გაურკვეველი ტექსტები, სასაფლაოს მიწა და სხვადასხვა ადამიანების ფოტოები ამოიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×