რეზონანსი
15.09.2019

6 აგვისტოს, ბაღდათის ცენტრში, ავტოსაგზაო შემთხვევას შეყვარებული წყვილი ემსხვერპლა. 19 წლის დათო ზივზივაძე, რომელიც მოტოციკლს მართავდა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა, მისი შეყვარებული მარიამ მაჩიტაძე კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წყვილის მიერ ავარიამდე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ერთი თვის წინ ბაღდათში საშინელმა ავარიამ შეიწირა შეყვარებული წყვილი მარიამი და დავითი, რომლებმაც ალბათ ეს უბედურება წინასწარ იგრძვნეს და ეს ფოტო გადაიღეს და მერე... მარადისობაში გადასახლდნენ... 15 წლის მარიამი და 18 წლის დავითი“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×