სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.09.2019

      ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მცხოვრები დოლიძეების 4 წევრიანი ოჯახი გარესამყაროსგან იზოლაციაში სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით არა სტიქიამ, არამედ მეზობელმა მოაქცია.

    ისინი საკუთარი სახლში გამომწყვდეულები არიან. სოციალურად დაუცველ ოჯახს მეზობელმა კედლის აღმართვით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ყველა შესასვლელი ჩაუკეტეს. ამ უცნაური სამეზობლო დავის შესახებ სიუჟეტი აჭარის ტელევიზიამ მოამზადა. თავად ჟურნალისტებს დოლიძეების საცხოვრებელში მოსახვედრად, სპეციალურად კიბის მიდგმა დასჭირდათ.

    მეზობელი, რომელმაც დოლიძეების სახლის შესასვლელი კედლით ჩაკეტა, ამბობს, რომ მშენებლობა კანონის ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს და დამნაშავე თავად „სახლში გამოკეტილები" არიან, რადგან მათ შეუძლიათ ალტერნატიული შესასვლელი მოიწყონ, თუმცა ამას არ აკეთებენ.

    ამ ეტაპზე მეზობლების დავა სააპელაციო სასამართლოში განხილვის სტადიაშია, მანამდე კი დოლიძეების ოჯახში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, პენსიონერსა და ოჯახის კიდევ ორ წევრს, საკვებს და მედიკამენტებს უკვე ერთი კვირაა ახლობლები კედლიდან ხელოსნების დახმარებით აწვდიან.

    წყარო: აჭარის ტელევიზია

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×