რეზონანსი
15.09.2019

  სალომე ზურაბიშვილის ვაჟი თეიმურას გორჯესტანი ელისეის სასახლეში დასაქმდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გორჯესტანი ელისეის სასახლის დიპლომატიური განყოფილების თანამშრომელი გახდა.

როგორც ფრანგული მედია წერს, ელისეის სასახლეში გორჯესტანს აზიის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის ქვეყნების საკითხებზე მოუწევს მუშაობა.

ინფორმაციას ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით newpost-ი ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილის, ქეთევან გორჯესტანის ახალი სამსახურის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. მან მუშაობა France24 ის ოფიციალურ კორესპონდენტად დაიწყო.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×