სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.09.2019

     რეჟისორი ქეთი დოლიძე საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს: 

    „მე იმ ხალხისა მიკვირს, ვისაც ძალიან უჭირს, პურის ფული არა აქვს, ბინა არა აქვს და მაინც 9-10 შვილს აჩენს.

    ამჟამად საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ მშობლების ხარჯზე ოჯახის შექმნა არ შეიძლება. თუ ქართველი კაცები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ საკუთარი შემოსავალი უნდა ჰქონდეთ და ამის შემდეგ დაქორწინდნენ, მე მხოლოდ მივესალმები. უცხოეთში, ყველაზე მოწინავე ქვეყნებში, 30-35 წლამდე ოჯახებს აღარ ქმნიან და ისეთ სერიოზულ ნაბიჯს, როგორიც შვილის გაჩენაა, გააზრებულად დგამენ. მე არ მომწონს, როცა ოჯახს ძალიან ადრეულ ასაკში ქმნიან. ჩემი შვილის მეგობრებს, ვინც 18-20 წლის ასაკში დაქორწინდა, ოჯახი თითქმის ყველას დაენგრა.

    მე იმ ხალხისა მიკვირს, ვისაც ძალიან უჭირს, პურის ფული არა აქვს, ბინა არა აქვს და მაინც 9-10 შვილს აჩენს. რისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს – გაჭირვებისა და უმწეოებისთვის? როგორ შეიძლება შვილები სახელმწიფოს იმედად გააჩინო? ადამიანმა იმდენი შვილი უნდა იყოლიოს, რამდენსაც სრულფასოვნად აღზრდის. როდესაც ცნობილი ბიზნესმენი ან შეძლებული ადამიანი აჩენს 5-6 შვილს, მე ამას პირიქით, მივესალმები, მაგრამ ადამიანი, რომელიც ვაგონში ცხოვრობს და ელემენტარული პირობები არა აქვს, მრავალშვილიანობაზე არ უნდა ფიქრობდეს”, – ამბობს “გზასთან” ქეთი დოლიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (16.09.2019)
    შენისთანებმა ნამდვილად არ უნდა გააჩინონ შვილები, განდონები რომ არ გამრავლდნენ.

    ნათია   (15.09.2019)
    თქვენ მაგას მაინც ვერასოდეს მიხვდებით თქვენი მოკლე ჭკუით,ან ის კუკარაჩა როგორ გადაიღეთ უკვე მიკვირს რა....დადუმდით მაინც და საკუთარ თავს ეცით პატივი... :(

    lekso kutaisi   (15.09.2019)
    es hurti kali vinaa ra rojaa

    თამარი   (15.09.2019)
    მე იმ ხალხის მიკვირს ვინც იმდენს ჭამს, რომ კანში ვერ ეტევა და მაინც არ ფიქრობს სხვის დახმარებაზე და ასეთ აზრებს აფრქვევს, სულ გამოეცალათ ჭკუა(((

    ესმა   (15.09.2019)
    სირცხვილია ამის განცხადება.ეცით საკუთარ თავს პატივი და შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×