სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.09.2019

    (რეზონანსი) ბათუმი საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს BIAFF-ს მასპინძლობს. ფესტივალი დღეს საზეიმოდ გაიხსნა და კინოში შეტანილი წვლილისთვის ნომინაციებში გამარჯვებულები დასახელდნენ.

    ჯილდოები გადაეცათ მსახიობ მანუჩარ შერვაშიძეს, ფრანგ მსახიობს დენის ლავანის, ამერიკელ სცენარისტს და რეჟისორს პოლ შრედერს. 

    მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ჩვენება ზღვისპირა ქალაქის კინოთეატრში და ღია ცის ქვეშ მოეწყობა. კონკურსზე 30-მდე ქვეყნიდან 70-მდე ფილმი იქნება წარმოდგენილი, საერთაშორისო ჟიური კი რჩეულებს გამოავლენს. ფესტივალის ფარგლებში უცხოელი რეჟისორები მასტერკლასებსაც ჩაატარებენ.

    BIAFF-ი წელს მე-14 ტარდება და რვა დღეს გაგრძელდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×