სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.09.2019

    (რეზონანსი) ექსკურსიისაზე დაღუპული 16 წლის გოგონას დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

    "ჩემს თავს რომ უბედურებაა,მტრისას იყოს...ბავშვებს რომ ვხედავ სასკოლო ბაზრობებზე დადიან,ვიხარშები...

    შენ რატომ მომიკვდი დეო? ვიცი ,რომ არაფერი შეიცვლება აწი,გარდა იმისა,რომ მე სულ შენთან მომეჩქარება. ,"ბედნიერი," ვარ იმით,რომ მე და შენ განუყოფლად ვიყავით აქ და ვიქნებით მანდაც,

    სიკვდილზე ფიქრი რომ ამიტანდა,ვერ ვეგუებოდი აზრს,რომ ჩემს შემდეგ აქ რა მოხდებოდა,არ მეცოდინებოდა. ახლა დედი,სულ არ მაინტერესებს რა მოხდება,შენ რომმანდ მყავხარ შვილო,ხვალ რომ მითხრან მალე მოკვდებიო,შენს თავს ვფიცავ თუ ვიდარდო ერთი წუთითაც და თუ არ გამიხარდეს.

    ყველაფერი თავის ადგილზეა თითქოს დეო...ისევ ისე თენდება და ღამდება. ისევ ვდგები შუაღამეზე და მივდივარ ყვავილების ბაზრობაზე. ისევ დივანზე მძინავს მიგდებულს,შენ რომ მაღვიძებდი,ადე ,საწოლში დაწექიო,ახლა სანამ გამეღვიზება ისე ვარ დეო.თითქოს ყველაფერი ისევ ისეა,ვცდილობ არ ვიფიქრო შენზე. ვცდილობ თვალი ავარიდო შენს ფოტოებს სახლში თუ მაღაზიაში. შენს ოთახში დასაძინებლად როცა შევდივარ,ვცდილობ თვალები სწრაფად დავხუჭო და არ ვათვალიერო იქაურობა.ვითომ ვემალები რეალობას,მაგრამ მოულოდნელად რომ დამეტაკება ჩემი უბედურების სიცხადე,სულ ერთია სადაც ვარ,საჭესთან,ქუჩაში,ბაზარში,სახლში,მაშინ გამოვრბივარ შენთან დეო და ჭკუიდან გადასვლისაგან მშველის ტირილი და ბღავილი,...მერე ძალა გამოლეული და თითქოს დამშვიდებული მოვეთრევი სახლში...

    არასდროს რომ არ დამთავრდება,ის ტკივილია ეს დეო. ნეტა შენ რას აკეთებ ამ დროს,მე თუ მხედავ სადმედან? შენ თუ გეტირება დეო?"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×