სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.09.2019

     ამერიკული მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე სამბელაშვილი 28 ივლისს ღამით, მე-5 ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ტრამვების გამო მალე გარდაიცვალა. სართალდამცავების თქმით, იგი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას თავის ტრავმაზე მკურნალობდნენ. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის ერიკ კრავჩუკია, რომელიც გასულ ხუთშაბათს დააკავეს. იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი დაუმტკიცდება, ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

    ვიდეოკამერების ჩანაწერებზე დაყრდნობით გამოძებამ დაადგინა, რომ სამბელაშვილი კლუბში ადგილობრივი დროით 1:30-ზე შევიდა და კრავჩუკისკენ გაემართა, თუმცა მათ შორის რაიმე კამათი ან კონფლიქტი არ დაფიქსირებულა; კრავჩუკთან მიახლოვებისას, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მას თავში თავით ძლიერად ჩაარტყა, რის გამოც სამბელაშვილმა გონება დაკარგა და თავი იატაკზე დაარტყა. ამ მძიმე ტრავმების გამო სამბელაშვილი რამდენიმე კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა .

    წარმოშობით ქართველი ალექსანდრე სამბელაშვილი მინესოტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ბიოსამედიცინო ინჟინერიაში კი დოქტორის ხარისხი მან ოჰაიოს Case Western Reserve University-ში მიიღო. იგი 17 რეცენზირებული სტატიის ავტორია და შეტანილი აქვს 25-ზე მეტი პატენტი. ასევე მისი შემუშავებულია ალგორითმი, რომელიც „გახდა საკვანძო ფუნქცია გულის რიტმის თერაპიისთვის Medetronic-ის პროდუქტებში და გულის უკმარისობის მქონე ასეულობით ათას პაციენტს სრულფასოვან ცხოვრებაში დაეხმარა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

    ალექსანდრე სამბელაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

    (ჰოთნიუსი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×