სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.09.2019

     (რეზონანსი) საშუალებაც მაქვს და სრული საფუძველიც, ამ ბავშვების წინააღმდეგ სარჩელი შევიტანო, მაგრამ არ ვიკადრებ, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი 9 სექტემბერს პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის თაობაზე საუბრისას "ასავალ-დასავალთან" აცხადებს.

    "წინა კვირას პროვოკაცია რომ მომიწყვეს, მთელმა საქართველომ ნახა. საშუალებაც მაქვს და სრული საფუძველიც, ამ ბავშვების წინააღმდეგ სარჩელი შევიტანო, მაგრამ არ ვიკადრებ! ისე, რომ იცოდეთ, მარტო სიტყვიერ შეურაცხყოფას კი არ მაყენებდნენ, არამედ იფურთხებოდნენ კიდეც და სწორედ ამაზე მქონდა რეაქცია", -აცხადებს კვიციანი.

    რაც შეეხება ინციდენტთან დაკავშირებით დავით ბერძენიშვილის გამოხმაურებას, კვიციანი ამას შემდეგნაირად პასუხობს: "იმ ბავშვს რა უნდა ვუთხრა, მაგრამ ჩემი შვილი დავით ბერძენიშვილს ასე რომ მოქცეოდა, ბერძენიშვილს კი არ დავემუქრებოდი, უხამსობისა და უზრდელობის პასუხად ჩემს შვილს ავუწევდი ყურს", - აღნიშნავს კვიციანი.

    ცნობისთვის, ინციდენტს, რა დროსაც კვიციანი ბერძენიშვილის ვაჟს ფიზიკურად გაუსწორდა, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგნაირად გამოეხმაურა "ემზარ, როგორ დაგერხევა, რო იცოდე!"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    lolu   (16.09.2019)
    თემოს მონაც ხარ და შამპანურის პრობკაც მოკეტეეე

    თემო   (16.09.2019)
    მონა მონა მონა მონა მონა


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×